კეთილი იყოს თქვენი მობრძანება The Film Corner–ის, ინტერაქტიულ კინოსა და აუდიოვიზუალურ წიგნიერებასთან დაკავშირებულ პლატფორმაზე! ქვემოთ მოცემულია რეგისტრაციის მოკლე ინსტრუქციები:
ჯგუფის ლიდერის რეგისტრაცია:
თუ ხართ მასწავლებელი, ჯგუფის ხელმძღვანელი ან ორგანიზაციის საკონტაქტო პირი და გსურთ პლატფორმის გამოყენება თქვენს მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ან სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად, დარეგისტრირდით როგორც ჯგუფის ლიდერი. ამ პროფილით თქვენ გექნებათ პლატფორმის ყველა ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა და ასევე, შეძლებთ სხვებსაც გაუზიაროთ უფლებები, რათა იმუშაოთ პლატფორმაზე ერთად ან დამოუკიდებლად.
სტუმრის რეგისტრაცია:
თუ თქვენ ხართ პროფესიონალი, უნივერსიტეტის სტუდენტი ან უბრალოდ კინომოყვარული, სტუმრის პროფილი თქვენთვისაა. ამ პროფილით თქვენ გექნებათ პლატფორმის ყველა სექციაზე წვდომა და შესაძლებლობა, თავისუფლად გამოიყენოთ მისი ფუნქციები.